logo_geo
ირაკლი კობახიძე: გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის პირდაპირი კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში
- +

20 იანვარი. 2022. 14:30

 

 

გიორგი გახარიას პარტიასა დანაცმოძრაობასშორის პირდაპირი კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

გიორგი გახარიას პარტიასა დანაცმოძრაობასშორის პირდაპირი კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორეა წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. ამ პარტიებს შორის არსებობს ალიანსი და ის უკვე ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ეს უკვე არავისთვის არის დასამალი, - განაცხადა კობახიძემ.

 

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი კორნელი სალია აირჩიეს.

 

 

big_banner
არქივი