logo_geo
პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს
- +

25 იანვარი. 2022. 10:42

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, სადაც 26 იანვარს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

 

დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

 

 

big_banner
არქივი