logo_geo
ანა ნაცვლიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: შვილები, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი შვილები უნდა იყვნენ ხელშეუხებელნი
- +

28 იანვარი. 2022. 17:53

 

„შვილები, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი შვილები უნდა იყვნენ ხელშეუხებელნი“, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მცირეწლოვან შვილთან ფიგურირებს.

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან რთული პოლიტიკური ურთიერთობა ირაკლი კობახიძესთან და მის პარტიასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დავგმობ ყველა ჯერზე ასეთ ფაქტებს. შვილები, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი შვილები უნდა იყვნენ ხელშეუხებელნი“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

 

big_banner
არქივი