logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ სრულიად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის, ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას
- +

5 მაისი. 2022. 16:03

 

 

„ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო კანონმდებლობისა და გაეროს ქარტიის ნათელი და უხეში დარღვევაა. შედეგი განსაზღვრავს ევროუსაფრთხოებას და ამ რეგიონის უსაფრთხოებას შეუქმნის საფუძველს“, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინელი ხალხის დახმარებას.

 

„მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მყისიერ დახმარებასა და ქმედებას საჭიროებს. ჩვენ სრულიად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის, მოვახდენთ ჩვენი რესურსების მობილიზაციას იმისთვის, რომ ამ ქვეყანას დავეხმაროთ. სრული სოლიდარობით ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად. ჩვენი მთავრობა ეხმარება დაბინავებაში უკრაინელებს და სამომავლოდაც გავაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი