logo_geo
საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წარმომადგენლებმა ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართეს
- +

10 მაისი. 2022. 22:36

 

 

საბერძნეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ, ჯგუფის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიმიტრის კუველასმა ონლაინ შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის დინამიური განვითარების თაობაზე კმაყოფილება გამოთქვეს. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საბერძნეთისა და მთლიანად ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და მის მძიმე შედეგებს. არსებული სირთულეების და გამოწვევების ფონზე, საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას გაესვა ხაზი. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები განხორციელდება.

 

საპარლამენტო მეგობრობის წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრას საბერძნეთში საქართველოს ელჩი, დავით დონდუა და საქართველოში საბერძნეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გეორგიოს პაპანიკოლაუ დაესწრნენ.

 

 

big_banner
არქივი