logo_geo
ლევან იოსელიანი: სააკაშვილმა წინაპირობების გარეშე უნდა მიიღოს შეთავაზება კლინიკაში გადაყვანაზე
- +

11 მაისი. 2022. 18:41

 

 

„როდესაც საუბარია მსჯავრდებულზე, თავდებობით გათავისუფლება არ ხდება. რაც მოვისმინე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამას თვითონ აღიარებენ. როგორც მე გავიგე, ამას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს და, შესაბამისად, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი მე, ან ვინმე რატომ უნდა იყოს, ვერ ვხვდები“, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მოქალაქეების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას უნდა დათანხმდეს და პოლიტიკურ მიზნების მისაღწევად საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოწესრიგების შემდეგ უნდა დაიწყოს მუშაობა.

 

„ვფიქრობ, [სააკაშვილმა] წინაპირობების გარეშე უნდა მიიღოს ეს შეთავაზება [„ვივამედში“ გადაყვანაზე], თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოასწოროს და მერე დაკავდეს იმ პოლიტიკური საქმიანობით, რომლითაც ახლაა დაკავებული. იმიტომ რომ ეს საკმაოდ სარისკო არის, როდესაც საკუთარ ჯანმრთელობას უქმნი საფრთხეს. ჩემი აზრით, პოლიტიკური მიზანი თვითდაზიანების ფასად არ ღირს. მისი გადასაწყვეტია, მე აქ მრჩევლად ვერ გამოვდგები“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, თავდებობის შუამდგომლობით მიმართავს. საკანონმდებლო ორგანოში, პარტიის ინიციატივას შეფასებები მოჰყვა.

 

 

big_banner
არქივი