logo_geo
თამარ ტალიაშვილმა იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უწყების პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
- +

11 მაისი. 2022. 20:03

 

 

 

“თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის რანგში, რომში შეხვედრა გამართა იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უწყების პრეზიდენტ პასკუალე სტანციონესთან,” - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში საინფორმაციო სივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევებს, საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში გამოხატვის თავისუფლებისა და პერსონალური სივრცის დაცვის პრინციპების მნიშვნელობას.

 

მხარეები შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

 

„ამჟამად იტალია ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა და ხაზგასასმელია, რომ იტალიამ პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს გამოცდილება საინტერესოა ევროსაბჭოს სხვა ქვეყნებისათვის და ასევე საქართველოსთვის. პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების დაცვა უფრო და უფრო რთული ხდება ახალი ტექნოლოგიების განვითარების ფონზე. აქ ვაწყდებით მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეთიკურ დილემას, მათ შორის გამოწვევას დემოკრატიისათვის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხები და ჩვენ ვაფასებთ იტალიის როლსა და ჩართულობას. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მიმართებით დაისახა გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების პერსპექტივა,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი