logo_geo
არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის სენატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ირჟი რუსიცკას შეხვდა
- +

16 მაისი. 2022. 18:44

 

 

პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის პირველი ვიცე პრეზიდენტი ირჟი რუსიცკა ხელმძღვანელობს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, ოკუპაციაზე და რეგიონში არსებულ ურთულეს გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ივლისიდან ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ვიცე-სპიკერმა ჩეხ კოლეგებს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი