logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას ეწვევა
- +

17 მაისი. 2022. 13:33

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 18-19 მაისს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა ბუნდესტაგში ევროკავშირის კომიტეტის წევრებთან ასევე, გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.

 

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ბუნდესტაგში ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის სხვა წევრებთან. ასევე, შეხვედრები დაგეგმილია ფედერალური კანცლერის აპარატსა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია გერმანიის პოლიტიკური წრეების მხარდაჭერის მობილიზება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წევრები, თეონა აქუბარდია და ჰერმან საბო.

 

 

 

 

big_banner
არქივი