logo_geo
რობერტა მეცოლა: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება
- +

17 მაისი. 2022. 19:24

 

 

 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება რობერტა მეცოლას Twitter-ზე გამოქვეყნდა.

 

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, - წერს მეცოლა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას დღეს შეხვდა.

 

 

big_banner
არქივი