logo_geo
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი, NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს
- +

18 მაისი. 2022. 18:14

 

 

„NATO-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

 

„NATO-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი.  ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის  უკანონო ომზე. NATO სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს იენს სტოლტენბერგი.

 

 

big_banner
არქივი