logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ბატონი ივანიშვილის მიერაა დაწყებული ძირითადი სტრატეგიული ხაზი, რაც ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას უკავშირდება
- +

21 მაისი. 2022. 19:45

 

 

ჩადიან ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, როგორმე ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოზე დაწერილი ერთ-ერთი ასეთი დასკვნის ხელმომწერი ელენე ხოშტარიაა.

„სწორედ ბატონი ივანიშვილის მიერ არის დაწყებული ძირითადი სტრატეგიული ხაზი, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას უკავშირდება. ივანიშვილის მთავრობამ, პარტიამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ივანიშვილის მთავრობამ, გუნდმა მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირთან წევრობაზე. ჩვენ შედეგებით უნდა ვისაუბროთ. ეს ზოგადი, აბსტრაქტული, ცილისმწამებლური და ზედაპირული განცხადებები დამაბნეველია, თუმცა მე მჯერა ჩვენი ბრძენი ხალხის და ასევე, არ მინდა დავიჯერო, ჩვენს ევროპელ ლიდერებს რაიმე სხვა აზრი ექნებათ. ჩვენ შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ! რაც ჩამოგითვალეთ, ვისი მმართველობის დროს მოხდა? მიპასუხეთ“, - მიმართა ღაარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

big_banner
არქივი