logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი და მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, არ იყოს ასახული
- +

21 მაისი. 2022. 19:47

 

 

“რამდენიმე დღის წინ, როცა ბრიუსელი ვიყავი, ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპიზიციის წარმომადგენლები და და გვეუბნებიან, რამენაირად იქნება არ იქნეს პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში - ასეთი მავნებლობა და ქვეყნის მტრობა უბრალოდ დანაშაულია,” - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

„ამას აკეთებენ დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული არიან, რომ დღესაც მათი ერთადერთი მიზანია რამენაირად ჩვენი ქვეყანა დაიჩაგროს და დაისაჯოს. ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწოფოებრივი და მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, არ იყოს ასახული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი