logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: რომ ავიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები, არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით
- +

21 მაისი. 2022. 21:12

 

 

“დღეს, რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, საზოგადოების, თქვენს წინაშე - მედიის წინაშე, ამას, მეგობრებო, სჭირდება დანახვა,” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რომ ავიღოთ ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ, არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ.

 

„რომ ავიღოთ ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ, არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის, თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო 8 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

big_banner
არქივი