logo_geo
არჩილ თალაკვაძე: დებატებზე საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყანაში
- +

24 მაისი. 2022. 20:32

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაგეგმილი დებატებისთვის კარგად არის მომზადებული.

 

„ძალიან სერიოზული არგუმენტები გვაქვს. ხვალ ჩატარდება დებატები თუ დღეს, ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყანაში. სათქმელი გვაქვს ძალიან ბევრი და ხვალინდელ დებატებზე ამაში ყველანი დარწმუნდებით“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

ევროინტეგრაციის საკითხზე დაგეგმილი საპარლამენტო დებატები 25 მაისს გაიმართება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93 მუხლის თანახმად, 30 დეპუტატის ხელმოწერით არის მოთხოვნილი. ინიციატორების განცხადებით, შეკითხვები შეეხება კითხვარს, ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციას.

 

 

big_banner
არქივი