logo_geo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა, ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც აწარმოებენ აგიტაციას, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
- +

24 მაისი. 2022. 20:41

 

 

“ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატობაზე განაცხადი, შევასრულეთ ასოცირების ვალდებულებების 45%-ზე მეტი. გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ამ პირობებში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი [რადიკალური ოპოზიცია] მაინც აწარმოებენ აგიტაციას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, “- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ჩვენ მარტივი კითხვა გვექნება, როცა აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რას ეფუძნება ეს შინაარსობრივად. მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაშიც პუნქტობრივად ჩამოთვალონ, რის გამო არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. არ ვაპირებთ ამ რეჟიმში დებატებში შესვლას. იქით აქარწყლონ ჩვენი არგუმენტები, იქით გვაქვს მოსადავებელი მათთან, არავითარი საფუძველი არ აქვთ, ისე აწარმოებენ ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას. თქვენ იცით, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური მიღწევები ყველა მიმართულებით. ეს არის ასოცირება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია. ამას მიაღწია საქართველომ „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ახლა ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატობაზე განაცხადი, შევასრულეთ ასოცირების ვალდებულებების 45%-ზე მეტი. გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ამ პირობებში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც აწარმოებენ აგიტაციას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ზოგადად ყველამ ვიცით, ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და ვინ რა აგიტაციას აწარმოებს, ამაზე შეგვიძლია, მეტი კონკრეტიკაც მოგაწოდოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი