logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ევროკავშირი არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ
- +

25 მაისი. 2022. 11:56

 

 

„ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ევროკავშირი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი ერთგულია ევროკავშირის მიმართ.

 

„დიდი მადლობა მოწვევისთვის, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ვისაუბრო ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებაზე. პრინციპში, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ „კოვიდის“ შემდეგ შევხვედრილიყავით პირადად და მადლობა ამისთვის. ამასთან, მინდა ვახსენო, რომ საქართველო არის ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორი ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან ლოიალურნი და ერთგულნი ვართ ევროკავშირის მიმართ, რადგან საერთო მიზნები, საერთო პრინციპები, საერთო ფასეულობები გაგვაჩნია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

 

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს, ეს არის მთავარი დოკუმენტი, გზამკვლევი სრულფასოვანი და სრულყოფილი გაწევრიანებისთვის. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ეს ძალიან დიდი მიღწევაა ქართველი ხალხისთვის და სულ ახლახანს გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან. ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. ეს არის ქართველი ხალხის, ქართველი ერის არჩევანი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რომელიც არის სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი