logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ახლა დროა, ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის
- +

25 მაისი. 2022. 13:59

 

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ განხილვაში მონაწილეობის მიღებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის.

 

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ განხილვაში „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრების“  მონაწილეობის სახით ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა.

 

საქართველოსთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი სამომავლო ალიანსის შესახებ დებატების გასამართად. ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის“, -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

big_banner
არქივი