logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ნება მომეცით, წარმოვთქვა მიხეილ მუსხელიშვილის ციტატა: „საქართველომ იცის, რომ მისი ადგილი ევროპაშია. ახლა კი ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები“
- +

25 მაისი. 2022. 16:52

 

 

„ნება მომეცით, წარმოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპის კონსტიტუციის თანაავტორის, ბატონი მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელი) ციტატა: „საქართველომ იცის, რომ მისი ადგილი ევროპაშია. ახლა კი ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები“, ეს არის ჩემი დასკვნითი კომენტარი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა პანელურ დისკუსიაზე საკუთარი გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი.

 

პანელის მოდერატორი „The New York Times“-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, მატინა სტევის-გრიდნეფი იყო.

 

 

 

 

big_banner
არქივი