logo_geo
პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა თავდაცვის უწყების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს
- +

25 მაისი. 2022. 23:53

 

 

საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქმიანობას აქტიურად აგრძელებს. ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ და ნდობის ჯგუფის წევრებმა, ალექსანდრე ტაბატაძემ და ანრი ოხანაშვილმა თავდაცვის უწყების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს.

 

„ნდობის ჯგუფის ფორმატში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. პირველ სხდომაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს მოვუსმინეთ, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვების და იმ ფინანსური ასპექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს, რომელიც შეიარაღების და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და იმ აქტივობებს უკავშირდება, რომლებიც თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას ითვალისწინებს. სხდომაზე ასევე მოვუსმინეთ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და სპეციალური პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელს, სადაც მათ უწყების საქმიანობის იმ ნაწილის შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.

 

 

big_banner
არქივი