logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: ინტერპელაციის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პატიმრის უფლებებზე სასაუბროდ, იუსტიციის მინისტრის მოწვევა სარკასტულად გამოიყურება
- +

28 მაისი. 2022. 00:01

 

 

„ვფიქრობ, დიდი შეცდომა დაუშვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ შორის, ამ ინტერპელაციის საკითხის შერჩევაზე, იმიტომ რომ მართლაც სარკასტულად გამოიყურება ინტერპელაციის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იუსტიციის მინისტრის მოწვევა პატიმრის უფლებებზე სასაუბროდ“, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

 

მისი თქმით ოპოზიციის მიერ გამოთქმული პრეტენზიები ეხებოდა მიხეილ სააკაშვილს,  მისი პერსონალური მონაცემების დარღვევას და ასევე, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხს.

 

„ორივე საკითხზე ძალიან მკაფიოდ, მარტივად და ამომწურავად გაეცა პასუხი. როდესაც შეფასებები გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალური მონაცემების გამჟღავნების უფლება არ ქონდა ვინმეს - აბსოლუტურად ლეგიტიმურია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც შეიძლება აძლევდეს უფლებას პერსონალური მონაცემების დამმუშავებელს, რომ ეს გაავრცელოს. ერთ მხარეს  აქვს უფლება ისაუბროს, მოიტყუოს, წარმოაჩინოს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხი ისე, რომ თითქოს ადგილი აქვს ყოფილი პრეზიდენტის წამებას და შემდეგ ამაზე თავის მართლების და არგუმენტირების უფლება წაართვას სხვას და მოსდოს შარი, რომ ეს არის სამართალდარღვევა. რაც შეეხება სამედიცინო საკითხს -  თუ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს მაშინ ვთქვათ და ეს საკითხი ამ პრიზმაში გადავწყვიტოთ, სხვა ყველაფერი ემსგავსება სპეკულაციას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ ინტერესია მხოლოდ ერთი პატიმარი და მთელი მოღვაწეობაა გაჩაღებული საიმისოდ, რომ ამ პატიმარს პრივილეგიები მიანიჭონ. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვერაფრით ვერ აიხსნება რატომ არ არის საუბარი სხვა დანარჩენ ცხრა ათას პატიმარზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი