განახლებული მთავრობის სხდომაზე მიღებული და გადაწყვეტილი საკითხები
-
+
29 ნოემბერი. 2016. 17:17
2016 წელს განახლებული მთავრობის სხდომაზე მიღებული და გადაწყვეტილი საკითხები - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე წერს და აქვე სიას აქვეყნებს:
- მცირდება ადმინისტრაციულ ხარჯები და ბიუროკრატიულ აპარატი
- 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები;
- იზრდება აქციზი თამბაქოს ნაწარმზე (0.60 თეთრი)
- მკაცრდება კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევასთან დაკავშირებით
- იზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი
- 60-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, ელექტრომანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება.
- ეროვნულ ბანკთან ერთად შემუშავდა ლარიზაციის გეგმა
- 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებსა და ყველა ცვლადი განაკვეთის სესხებისთვის ეროვნული ბანკი აუქმებს წინასწარ დაფარვის საკომისიოს.
- მოსახლეობას საშუალება ექნებათ 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხები გადაალარონ არსებულ კურს - 20 პუნქტით (მაგ. 2.5 კურსის შემთხვევაში გადალარდება 2.3 კურსით)
- იკრძალება ახალი სესხების აღება დოლარში
- ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვისას კომპანიებმა ფასი უნდა გამოაცხადონ ლარში (მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით)
- იკრძალება ონლაინ-სესხები