logo_geo
ირაკლი ზარქუა: რეზოლუციაში ფასიანი ლობისტების ხელწერაა ასახული
- +

14 ივნისი. 2022. 18:49

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, „ქრონიკის“ ეთერში, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

 

„იქ, სადაც კუბილიუსები, ქალბატონი ფოტიგა და მათთანები არიან წამყვან პოზიციაზე და საქართველოსა და ამ რეგიონს ხელმძღვანელობენ, სიმართლე გითხრათ, რეზოლუციაში ასახული დაუსაბუთებელი კრიტიკა არ გამკვირვებია. ისინი არიან EPP-ის, ანუ სახალხო პარტიის წევრები. სწორედ ამ პარტიის შვილობილი პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“. წლების განმავლობაში, ისინი ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. რეჟიმის დროს, როდესაც აქ ადამიანებს ჩაგრავდნენ, ბიზნესებს „აწერდნენ“ და ციხეებში ტრაგედიები ხდებოდა, მაშინ, [სააკაშვილი] რეფორმატორად იყო წარმოჩენილი და ახლაც წამოცდებათ ხოლმე, რომ პატიმარი სააკაშვილი, თურმე, დემოკრატიის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი, მოქალაქეთა უფლებების დამცველი და დიდი რეფორმატორი იყო. ამ რეზოლუციაში ფასიანი ლობისტების ხელწერაა ასახული. მასში არაერთი ტყუილია“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

 

 

big_banner
არქივი