logo_geo
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის
- +

15 ივნისი. 2022. 20:45

 

 

ამჟამად ევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, თუმცა დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა თავისი ევროპული პერსპექტივისთვის, ასევე დიდად ვაფასებთ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც გვაქვს ფინეთსა და საქართველოს შორის და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე გააძლიერა რეგიონული თანამშრომლობა ევროკავშირსა და თქვენს რეგიონს შორის, - ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

 

 

 

big_banner
არქივი