logo_geo
ელისო ბოლქვაძე შვეიცარიაში პარლამენტთაშორისი კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

16 ივნისი. 2022. 00:03

 

 

“კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, ჟენევაში პარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) საგარეო ურთიერთობათა და წევრი პარლამენტების მიმართულების დირექტორს, ელჩს, ანდა ფილიპსა და ორგანიზაციის პროგრამების დირექტორს, კარენ ჯაბრს შეხვდა,” - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და პარლამენტთაშორისი კავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე სხვადასხვა, მათ შორის, კულტურის, განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

 

„პარლამენტთაშორისი კავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ შემდგომი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

big_banner
არქივი