logo_geo
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შვედეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს
- +

17 ივნისი. 2022. 16:41

 

 

„საქართველოს და შვედეთს კარგად ესმის ერთმანეთის, როდესაც ვსაუბრობთ რისკებზე და სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც საქართველო, ისე შვედეთი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მიღებისკენ ისწრაფვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან, პეტერ ჰულთქვისტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით,  საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას შვედეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

 

„შვედეთის მხრიდან ჩვენს ევროპულ მისწრაფებას და ინტეგრაციას დიდი მხარდაჭერა აქვს. რამდენიმე დღის წინ შვედეთის მთავრობამ, პარლამენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებაში,  გამოთქვა საკუთარი მხარდაჭერა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მიმართ ევროკავშირში განაცხადთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ ზოგადად, იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც  რუსეთის აგრესიის შემდეგ წარმოიშვა. იცით, რომ შვედეთს აქვს განაცხადი შეტანილი NATO-ში წევრობაზე და ვისაუბრეთ, თუ რა რისკებს ხედავს შვედეთი საკუთარი უსაფრთხოების მიმართ. ამ კუთხით, ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, როდესაც ვსაუბრობთ რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია შვედეთთან. სწორედ ამიტომ, როგორც საქართველო, ისე შვედეთი ესწრაფვის, რომ მივიღოთ უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები. ამიტომაა, რომ გვსურს NATO-ში სწრაფი ინტეგრაცია და  ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, უსაფრთხოების და ეკონომიკური გარანტიების მიღება. ვფიქრობ, ამ საკითხებზე ყველაზე კარგი ურთიერთგაგება გვაქვს შვედეთთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი