logo_geo
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
- +

20 ივნისი. 2022. 22:11

 

 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. 21 ივნისს გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები, ასევე განიხილება მიმდინარე კანონპროექტები.

 

22 ივნისს, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 23 ივნისს, გაგრძელდება კანონპროექტების განხილვა.

 

 

big_banner
არქივი