logo_geo
შალვა პაპუაშვილი ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩს შეხვდა
- +

21 ივნისი. 2022. 13:19

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) მაილს რობერტ არმიტაჟს შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა მაილს არმიტაჟს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ავსტრალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

 

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ავსტრალიის თანამეგობრობის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ხელაშვილმა და მეგობრობის ჯგუფის ვიზიტის განხორციელებისთვის მზაობა გამოხატა.

 

 

big_banner
არქივი