logo_geo
გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

22 ივნისი. 2022. 00:38

გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსს, ანტიე როტემუნდს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის საქმიანობა და გეგმები ახალგაზრდობის სფეროში, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო კომიტეტის მიერ მიღებული ახალგაზრდობის კონცეფციის განხორციელებას, კომიტეტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებასა და თანამშრომლობას ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან.

შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციასა და ინფორმაციის რეგულარულ გაცვლაზე.

 

 

big_banner
არქივი