logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, ის არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა
- +

22 ივნისი. 2022. 17:08

 

 

„სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, მისი ბიძა არის ოლიგარქი, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით, დადასტურებულია, რომ გიული ალასანიას, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასობით მილიონი აქვთ.

 

„დადასტურებული ასი მილიონის ქონება აქვს გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა. რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა. დესტაბილიზაციის, ჩვენი ხალხის სიმშვიდის და სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და მისი პარტია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი