logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: წელს პირველად ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით
- +

22 ივნისი. 2022. 17:29

 

 

„პირველად წელს ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„მსოფლიო ბანკის მართველობის ინდიკატორების ინდექსი - საქართველო ორჯერ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. ორჯერ უსწრებს მმართველობის ეფექტიანობით. ღია ბიუჯეტის ინდექსზე უკვე მოგახსენეთ, არათუ უკრაინას და მოლდოვას, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე, პირველად წელს ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მან ასევე ისაუბრა ფრეიზერის ინსტიტუტის და Heritage Foundation-ის ინდექსების მაჩვენებლების შესახებ.

 

„გავაგრძელებ - ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის მე 5 ადგილზე, უკრაიანა არის 129-ე ადგილზე მოლდოვა 66-ე ადგილზე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 26 ადგილზე მსოფლიოში გლობალური მაჩვენებელით და 18 რეგიონული მაჩვენებელი, უკრაინა არის 130 ადგილზე, მოლდოვა 78 ადგილზე“,- განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი