logo_geo
პრემიერი: ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, ესაა ჩვენი, ქართველი ხალხის ნება, რომელიც ჩვენ დავაკანონეთ და ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული, ეფექტური ნაბიჯებით, ქმედებებით, პროცესი გავხადეთ შეუქცევადი
- +

22 ივნისი. 2022. 23:25

 

 

“ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, ესაა ჩვენი, ქართველი ხალხის ნება, რომელიც ჩვენ დავაკანონეთ და ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული, ეფექტური ნაბიჯებით, ქმედებებით, პროცესი გავხადეთ შეუქცევადი” - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, დეპუტატ დავით ზილფიმიანის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, მთავარია მშვიდობის შენარჩუნება და განვითარება.

 

„თქვენი კითხვა შეეხებოდა ხვალინდელ გადაწყვეტილებას და რას ველოდებით, ამაზე მე ვრცლად ვისაუბრე და გიპასუხეთ. აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს ესაა ჩვენი, ქართველი ხალხის ნება, რომელიც ჩვენ დავაკანონეთ და ჩვენს მიერ გადადგმული კონკრეტული ეფექტური ნაბიჯებით, ქმედებებით, პროცესი გავხადეთ შეუქცევადი, მათ შორის, ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო სწორედ კონსტიტუციაში ჩანაწერი, ამით რეალურად დავაზღვიეთ რისკები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ ინტეგრაციის და კურსის ცვლილებას, ასე რომ აქ რეალურად ყველაფერი ნათელია, მთავარია მშვიდობის შენარჩუნება და განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი