logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში 300 მილიონი ლარის სამუშაოები უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს 522 შენობის რეაბილიტაცია, ასევე 78 პარკის, დასაქმებულია 2500 ადამიანი
- +

22 ივნისი. 2022. 23:26

 

 

“განახლებული რეგიონების პროგრამა დაწყებული გვაქვს. 500 მილიონი ლარი გამოიყო შარშან. 300 მილიონი ლარის სამუშაოები უკვე დასრულებულია, პროცესები მიმდინარეობს” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს 522 შენობის რეაბილიტაცია, ასევე 78 პარკის, რეკრეაციული სივრცის მოწყობა, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 2500 ადამიანი.

 

„განახლებული რეგიონების პროგრამა დაწყებული გვაქვს. 500 მილიონი ლარი გამოიყო შარშან. 300 მილიონი ლარის სამუშაოები უკვე დასრულებულია, პროცესები მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ დავიწყეთ ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობა. მიმდინარეობს 522 შენობის რეაბილიტაცია. ასევე 78 პარკის, რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ამ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ დასაქმებულია 2500 ადამიანი. ეს პროგრამა გაგრძელდება წელსაც, მომავალ წელსაც და ჩვენ გვინდა, ეტაპობრივად გარდავქმნათ ჩვენი მუნიციპალიტეტები და რეგიონები ევროპული ტიპის რეგიონებად და რაიონულ ცენტრებად“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი