logo_geo
მამუკა მდინარაძე: დღევანდელ მდგომარეობას შეიძლება დავარქვათ ჭიდაობა ბეწვის ხიდზე - ერთი მხრივ, არის „ქართული ოცნება“, რომელიც ევროპული მომავლის, მშვიდობის, განვითარების უზრუნველყოფას ცდილობს, მეორე მხრივ - ყველაზე ანტიევროპული ძალა
- +

23 ივნისი. 2022. 01:13

 

 

„ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას შეიძლება დავარქვათ ჭიდაობა ბეწვის ხიდზე, ოღონდ - გარკვეული წრეების მხრიდან - აკრძალული მეთოდებით, ქვეყნის შიგნით, თუ სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთაც“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

მისი თქმით, ერთი მხრივ, არის „ქართული ოცნება“, რომელიც ევროპული მომავლის, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფას ცდილობს და მეორე მხრივ - საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიევროპული ძალა.

 

„ვინ ჭიდაობს და რატომ გახდა საჭირო ჭიდაობა ამ რთულ ვითარებაში, როდესაც გამოწვევებია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფაა, ზუსტად იმის უზრუნველყოფა, რაც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა კომისიის დასკვნაში ჩაგვიწერეს. აქ აქტორი, ერთი მხრივ, არის „ქართული ოცნება“, რომელიც ცდილობს ამ ყველაფრის, საქართველოს ევროპული მომავლის, ამავდროულად მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფას, რომელმაც წინა წლების განმავლობაში, არა ასეთი პოპულისტური საუბრებით, რომ ევროპული მიმართულებით ყველა წარმატება მის ანგარიშზეა და ამის მიღწევა შეუძლია, ასოცირების ხელშეკრულებით, ვიზალიბერალიზაციით, კონსტიტუციაში ჩანაწერით, რომ საქართველოს ურყევი ნებაა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია. მეორე მხრივ, ამ ჭიდაობაში, ამ სამწუხარო რეალობაში, მონაწილეობს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიევროპული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

 

big_banner
არქივი