logo_geo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ჩვენი კონსტიტუციური დათქმა იქნას უზრუნველყოფილი
- +

23 ივნისი. 2022. 10:11

 

 

„თუ პირველი, მეორე ან მესამე ადგილოსანი უნდა განსაზღვრულიყო ობიექტური კრიტერიუმებით და ამით უნდა მომხდარიყო კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაშინ საქართველო იყო პირველ ადგილზე და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არის უსამართლო, მაგრამ რადგან ამას ახლავს პოლიტიკური კონტექსტი ჩვენი მეგობარი ქვეყნის უკრაინის და ასევე, ჩვენი მეგობარი მოლდოვას დღევანდელი მდგომარეობა ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ესეც გასაგებია.  ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი კონსტიტუციური დათქმა იქნას უზრუნველყოფილი და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. ვერანაირი სპეკულაცია და ტყუილი ვერ გადაგვახვევინებს  ამ გზიდან. არაფრის ხარჯზე არ შეიძლება შენ დათმო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და შენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების დარწმუნება ხელისუფლების მოქმედების სისწორეში.

 

„პირველ რიგში, ჩვენ გვმართებს ჩვენი ხალხი და საზოგადოება დავარწმუნოთ ხელისუფლების მოქმედების სისწორეში, რასაც ვაკეთებთ და მეორე, ამ გზაზე ვიაროთ ყველა რისკის დაზღვევით, რასაც ასევე ვაკეთებთ. ქვეყნის ევროპულ და ეროვნულ პოლიტიკაში, ყველა ჩვენგანი და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერა გაქვთ და შესაბამისად ამ სპეკულაციებმა, ტყუილმა ნარატივებმა არც საზოგადოება და არც ჩვენ, არ უნდა შეგვაშინოს. დღეს არის სირთულეები, რომელსაც ერთად დავძლევთ და ჩვენი ქვეყნის ეს ინტერესები იქნება უზრუნველყოფილი, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი