logo_geo
არჩილ თალაკვაძე: საქართველო დღეს თუ არა, უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება სტატუსის საკითხს, ვინაიდან ჩვენ სამართლიანად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს
- +

23 ივნისი. 2022. 11:15

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში არის არაერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც თვლის და მიაჩნია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად სტატუსი უნდა მიიღოს საქართველომ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„შევხვდებით აუცილებლად ევროპაში. საქართველო დღეს თუ არა, უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება სტატუსის საკითხს, ვინაიდან ჩვენ სამართლიანად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს ყველა იმ პარამეტრით, რომლითაც თუნდაც უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი