logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება, პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არათუ იჭერდა ადამიანებს, ხვრეტდა და აწამებდა, ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ანადგურებდა ადა
- +

24 ივნისი. 2022. 15:38

 

 

„პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს და ეს ეპოქა დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

„პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება. პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არა თუ იჭერდა ადამიანებს, ხვრეტდა და აწამებდა, ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ანადგურებდა ადამიანებს. ეს ეპოქა დასრულდა და დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ის სტანდარტები, რომელიც დატოვა პოლიტიკაში, პოლიტიკურ გუნდში ბატონმა ივანიშვილმა, დიახაც, ჩვენი გუნდი ვართ ამ პოლიტიკური ძალის მმართველები დღეს. იმ პოლიტიკის გამგრძელებლები დღეს, რომლებიც ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც დაიწყო მან ათი წლის წინ. ეს ეხება ევროპულ ინტეგრაციას, მედიათავისუფლებას, აღარ ჩამოვთვლი და თავს აღარ შეგაწყენთ. ჩვენ გვაქვს ხელშესახები რამდენიმე კონკრეტული შედეგი: ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რომელზეც სააკაშვილის პირობებში ოცნებაც არ შეიძლებოდა. დღეს რომ სააკაშვილი ყოფილიყო ქვეყანა აღარ იქნებოდა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ არავითარი პერსპექტივაც არ გვექნებოდა. გაცხადებულად, დეკლარირებულად ისინი მიექანებოდნენ სხვა მიმართულებით. სამი წელი ასოცირების შეთანხმების კონსულტაციების პროცესი იყო გაჭიანურებული. ჩვენ მოვედით, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ მოვაწერეთ, ჩვენ გავაკეთეთ. უვიზო რეჟიმი და ასოცირებული შეთანხმების პროცესი უკრაინას მანამდე ჰქონდა დაწყებული, ჩვენამდე. ჩვენ ამხელა პროგრესი გავაკეთეთ და რეალური შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი