logo_geo
პრემიერი: წარსული გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ დღესაც და ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან
- +

24 ივნისი. 2022. 16:29

 

 

„ყველაფრის, წარსული გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ დღესაც და ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან, მათ შორის „ენჯეოებნთან“, არასამთავრობო სექტორთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სურვილი უნდა იყოს თანმხვედრი, ჩვენ ცალმხრივად არაფერს აღარ გავაკეთებთ, ეს თანამშრომლობა და კონსტრუქციული დიალოგი უნდა იყოს ორმხრივი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პოლარიზაციის დასრულების მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მზაობას შეეხებოდა.

 

პრემიერმა საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულის მზაობის მაგალითად 19 აპრილის შეთანხმება შეახსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო რეალური ქმედითი ნაბიჯი, რასაც ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და გააგრძელა დესტრუქცია.

 

„მე შევახსენებ საზოგადოებას ერთ ძალიან კონკრეტულ შემთხვევას, როცა ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა. შარშან და ეს პროცესი მანამდე დაიწყო, 2 წელია დაიწყო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მომხდარიყო რეალურად პოლარიზაციის შემცირება. ანუ პირველი დათქმა, ასე ვთქვათ ევროკავშირის და მათი რეკომენდაცია იყო პოლარიზების შემცირება და ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება გაფორმდა, ჩვენ მაშინ წავედით ძალიან დიდ კომპრომისზე და თქვენი კითხვა შეეხებოდა ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამაზე მეტი ქმედითი ნაბიჯი ჩვენ ალბათ არ ვიცით, რა უნდა ყოფილიყო. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი რეალური, კომპრომისული და შედეგზე ორიენტირებული. ამის შემდეგ ველოდებოდით 100 დღის განმავლობაში, რომ ოპოზიციას მოეწერა ხელი. მათ ეს არ გააკეთეს და გააგრძელეს პოლარიზება და დესტრუქცია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

 

big_banner
არქივი