logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში NATO-ს სამიტზე გაემგზავრა
- +

28 ივნისი. 2022. 10:50

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში NATO-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

 

საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.

 

მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.

 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.

 

 

big_banner
არქივი