logo_geo
დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია რაღაც გაუგებარ ვადებს აწესებს, თითიდან გამოწოვილ ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობს, რაც ჩვენს კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან ახლოსაც არ არის
- +

28 ივნისი. 2022. 10:52

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დეპოლარიზაცია და ევროინტეგრაციისკენ სვლა ორივე მხარის - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ჩართულობას მოითხოვს, თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციას სხვა მიზნები აქვს.

 

„რა თქმა უნდა, დეპოლარიზაცია ერთად, ოპოზიციასთან ერთად, ევროკავშირის გზით სიარულს გულისხმობს, მაგრამ ამის ნაცვლად, ოპოზიცია რაღაც გაუგებარ ვადებს აწესებს, თითიდან გამოწოვილ ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობს, რაც ახლოსაც არ არის ჩვენს კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.

 

 

big_banner
არქივი