logo_geo
გურამ მაჭარაშვილი „ლელოზე“: მათი განცხადება არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ
- +

28 ივნისი. 2022. 18:35

 

 

„ლელო საქართველოსთვის“ გუშინდელი განცხადება იყო სწორედ იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო“ ბოლო პერიოდში ვერ ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობის“, ომის პარტიის ნაწილია, თვითონ დამოუკიდებლად თამაშობს, თუ ვერ თამაშობს და აქედან გამომდინარეობს, სწორედ ასეთი აბსურდული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული განცხადება. მათი გუშინდელი განცხადება იყო სწორედ იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი