logo_geo
მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი და იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომც გინდოდეს
- +

28 ივნისი. 2022. 21:44

 

 

“ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი და იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომც გინდოდეს ადამიანს,” - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ავტორები ამ მოთხოვნით საზოგადოებას ატყუებენ, რადგან ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების კონსტიტუციური დათქმა არ არსებობს.

 

„ეს ემსახურება ერთადერთს - რა გეგმაც აქვს, ამ გეგმის ფარგლებში უტოპიური, შეუსრულებელი მოთხოვნები უნდა დააყენონ, იმისთვის რომ შემდეგ საზოგადოებრივი სიბრაზე - პირობითად ასე დავარქვათ, გამოიწვიონ, რომ საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც აქციაზე დგება, მოთხოვნა არ სრულდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი