logo_geo
უმრავლესობიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის გამო, სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება
- +

29 ივნისი. 2022. 00:57

 

 

საპარლამენტო უმრავლესობიდან და პარტია „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის გამო, სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.

 

პარლამენტში სოზარ სუბარს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, დიმიტრი ხუნდაძე - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს.

 

დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

 

 

big_banner
არქივი