logo_geo
მიხეილ სარჯველაძე ვეტოს დაძლევაზე: არგუმენტი, რომლის გამოც სამართლებრივი წინააღმდეგობა იარსებებდა, პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილი არაა
- +

29 ივნისი. 2022. 16:04

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოში არანაირი მოტივირებული შენიშვნები არაა მითითებული.

 

„მოტივირებული შენიშვნა შეიძლება იყოს არგუმენტი, რომლის გამოც რაღაც სამართლებრივი წინააღმდეგობა იარსებებდა მიღებულ კანონთან დაკავშირებით. ასეთი არგუმენტი პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილი არაა. იყო აღნიშვნა მხოლოდ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, რომ ეს შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის დამაჯერებელი, ახსნილი და დასაბუთებული“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

 

big_banner
არქივი