logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს
- +

29 ივნისი. 2022. 16:58

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.

 

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

big_banner
არქივი