logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები განვიხილეთ
- +

29 ივნისი. 2022. 18:06

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართა შეხვედრა.

 

მთავრობის მეთაური შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და წერს, რომ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები განიხილეს.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლიერია.

 

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ. შეხვედრისას განვიხილეთ არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის გაღრმავებას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

big_banner
არქივი