logo_geo
ილია დარჩიაშვილი: ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე
- +

29 ივნისი. 2022. 20:58

"ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგ, ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე," – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნატო-სთან ძალიან ღია, დინამიური ურთიერთობები აქვს.

სენატორებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაეცვალა მოსაზრებები და გავუზიარეთ სენატორებს ის გეგმები, რომელიც საქართველოს აქვს, ის შედეგები, რომელიც საქართველომ მიიღო რეფორმების გზაზე და ვფიქრობ, საკმაოდ შედეგიანი შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ნატო-სთან გვაქვს ძალიან ღია, ძალიან დინამიური ურთიერთობები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირთან, ნატო-სთან ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე. ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

big_banner
არქივი