logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რათა გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რაც საქართველოს რეალურად ევროკავშირში გაწევრიანებამდე მიიყვანს
- +

30 ივნისი. 2022. 14:39

 

 

„თემაზე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა“, - ამის შესახებ განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სოზარ სუბარის განცხადების კომენტირებისას.

 

„პერსპექტივას, რომელიც მოგვენიჭა, ჩვენი ქვეყნისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა ჩვენი მოლოდინი და სურვილი იყო, საქართველო ყოფილიყო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მფლობელი, რადგან ამას იმსახურებდა. დანარჩენი არ ვიცი. ამ თემაზე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რაც საქართველოს რეალურად მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი