logo_geo
ანდრია გვიდიანი: ის, რომ აქციები პოლიტიკოსების გარეშე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან იმ ოპოზიციურ ველზე პოლიტიკოსების მთელი სპექტრი პოლიტიკური საფრთხობელები არიან
- +

4 ივლისი. 2022. 01:32

 

 

„ის, რომ აქციები პოლიტიკოსების გარეშე მიმდინარეობს აბსოლუტურად ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც იმ ოპოზიციურ ველზე პოლიტიკოსების მთელი სპექტრი არიან პოლიტიკური საფრთხობელები. შესაბამისად, ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული აქციის ორგანიზატორებს, ქვეყნით შიგნით ორგანიზატორებს თუ ქვეყნის გარეთ ორგანიზატორებს. ყველამ კარგად იცის, რომ იქ გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას და მსგავსი ტიპის ადამიანების გამოჩენა კონტრპროდუქტიული იქნება და შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საერთოდ აღარ გამოაჩინონ დღის სინათლეზე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

 

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ მათ გარეშე მიმდინარეობს აქციები. აქციაზე გამომსვლელი პოლიტიკოსი და აქციაზე გამოსული გიგი უგულავა, რომელიც დუჟებს ყრის ეს პირდაპირ მიუღებელია და პირდაპირ შლის აქციებს. ეს ნახეს და გაიაზრეს აქციის ორგანიზატორებმა. რა სახითაც დღეს იყო აქცია მოცემული ესეც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა იმიტომ, რომ მოძრაობას არ ჰყავს ლიდერი, მოძრაობას არ აქვს იდეა, მოძრაობას არ აქვს გეგმა, მოძრაობას საერთოდ არაფერი არ აქვს. გამოდიან ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ადამიანები, რომლებიც არანაირი საზოგადოების ხმას არ ახმოვანებენ. იგივე ენჯეოების ლიდერები, ეკა გიგაურები, ნიკა სიმონიშვილები, რომლებიც გამოდიან და საზოგადოების სახელით საუბრობენ . ეს საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია , როგორ შეიძლება, მაგალითად ეკა გიგაურმა წარმოადგინოს საზოგადოება და თავს უფლება მისცეს საზოგადოების სახელით ისაუბროს. ამას ადასტურებს მათივე ჩატარებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს 1%-ზე ნაკლები აქვთ საზოგადოების ნდობა. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს. გამოდიან ეს ადამიანები და საზოგადოების სახელით და მოუწოდებენ საზოგადოებას რაღაცებისკენ“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

 

big_banner
არქივი