logo_geo
ვატო შაქარიშვილი: სახალხო დამცველი შერჩევით ახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, „ნაცმოძრაობის“ პარტიული ბილეთი თუ არ გაქვს გულის ჯიბეშ მისი ბენეფიციარი ვერ გახდები
- +

8 ივლისი. 2022. 00:54

 

 

„რა არის, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჟურნალისტი დადის და საკუთარ რესპონდენტებს აშანტაჟებს პირადი ცხოვრების მასალებით“, - ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

 

ორგანიზაცია „აი ია“-ს თანადამფუძნებელი სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკითხით დაინტერესებისა და აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს,

 

„პირველ რიგში თქვენი ეთერით მივმართავ სახალხო დამცველად წოდებულ „ნაცმცველს“, რომელიც შერჩევით ახორციელებს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებებს, ადამიანის უფლებების დაცვას, გამოვიდეს და დააფიქსიროს, არის თუ არა ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევა, იკითხება თუ არა უმძიმესი დანაშაული, რამდენიმე მუხლი მიესადაგება ამ ჩადენილ ფაქტს. გააკეთოს კონკრეტული შეფასება. გიგაურებსა და სხვებს, რომლებიც თავს უწოდებენ ადამიანის უფლებათა დამცველებს, გამოვიდნენ და ღიად დააფიქსირონ პოზიცია, რა არის, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჟურნალისტი დადის და საკუთარ რესპონდენტებს აშანტაჟებს პირადი ცხოვრების მასალებით. ეს არის ის კითხვა, რომელზეც მათ უნდა გასცენ მკაფიო პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნება ის შეფასება, რაც მე ზემოთ მოვიყვანე, რომ ის არა თუ სახალხო დამცველი, ისინი არა თუ უფლებადამცველი ორგანიზაციები, არამედ პირიქით, არანაირი შეხება არ აქვთ მათ ადამიანის უფლებებთან. მათ უყვართ ადამიანის უფლებები, მაგრამ არ უყვართ ადამიანი, ასეთ ორგანიზაციებთან გვაქვს ჩვენ საქმე. ისინი შერჩევით ახორციელებენ ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, სახალხო დამცველს ვგულისხმობ. თუ წარსულში რაიმე მძიმე დანაშაული არ გაქვს ჩადენილი ან გულის ჯიბეში „ნაცმოძრაობის“ პარტიული ბილეთი არ გაქვს, მაშინ მისი ბენეფიციარი ვერ გახდები. გამოვიდნენ და დააფიქსირონ აზრი“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ, რესპონდენტის - გიორგი შარაშიძისა და სხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შენახვისა და გავრცელების, ასევე, რესპონდენტის დაშანტაჟების სავარაუდო მცდელობის გამო, საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართა.

 

 

 

big_banner
არქივი